Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
შევურიოთ 150გრ ნაღების კარაქი 6 კვერცხის გულს. ნელ-ნელა დავუმატოთ 150გრ შაქარი და ვურიოთ 20-25 წთ. ნარევს დავუმატოთ გახეხილი შოკოლადი, 6 კვერცხის ათქვეფილი ცილა და 40გრ ფქვილი. გამოვაცხოთ, გაცივების შემდეგ გავჭრათ ორ ფენად და წავუსვათ ათქვეფილი ნაღები ან შოკოლადის კრემი. ზევიდან და გვერდებზე წავუსვათ შოკოლადის მინანქარი ან ათქვეფილი ნაღები.
შოკოლადის კრემი: ორთქლზე მოვხარშოთ სქელი კრემი 4 კვერცხის გულისა და 150გრ შაქრისგან. გახეხილი შოკოლადი შევურიოთ 100გრ ნაღების კარაქს, შემდეგ შევურიოთ ადრე მომზადებულ კრემს.
--------------------------------------------------------------------------------
ბისკვიტი ჩემი სპეციალიზაციაა.
ყოველ 10 კვერცხზე 1 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა ფქვილი.არც ცილა გულს არ ვაცალკევებ.
მიკლედ 10 გვერცხი ჩაახალე ქვაბში დააყარე 1 ჭიქა შაქარი და ძალიან მაგრად ათქვიფე. ისე რომ მიქსერს რომ ამოწევ და გოგლი-მოგლი ამოყვება ის უნდა დადგეს კრემივით. მერე 1ჭიქა პურისფქვილი კარგად აურიე მაგრამ ფრთხილად და ერთი მიმართულებით.
ფორმას ძირში ჩაუფინე ცხიმწასმული ქაღალდი და გვერდებიც გაუცხიმე. შედგი წინასწარ გახურებულ ღუმელში უფრო დაბალ ვიდრე საშუალო ცეცხლზე.
ამაზე თავს დავდებ თუ საჭიროა, რომ ბისკვიტი გამოდის საუკეთესო და როგორც ხედავთ არც ბევრი წვალება არ უნდა.
დასამახსოვრებლადაც ადვილია 10 : 1 : 1 ნუ თუ 25 კვერცხიანია შეიძლება ცოტა სულ ცოტა შაქარი წაამატო.
ბისკვიტი გადაჭერი შუაზე მოაპკურე კონიაკი ან რომი წაუსვი კრემი. თუ ხილის ტორტია, მაგალითად მარწყვის მაშინ კრემის თავზე ხილი მოაყარე. მეორე ნაწილსაც წაუსევი კრემი და I-ს დაადევი ზემოდან. ახლა მთელ ტორტს წაუსევი კრემი გვერდებზეც და ზემოდანაც. მორთე როგორც გაგიხარდება თუ მარწყვისაა მარწყვებით
თუ შოკოლადისას აკეთებ მაშინ გახეხილი შოკოლადით. ამას კაკლის მურაბა (დაჭრილი კაკლები) უხდება ძალიან.
ბისკვიტია ზღაპარი
ზუსტად 1 სთ ცხვებოდა.
მოკლედ არაფერი რევერანსები ბისკვიტს არ სჭირდება ... თუ კარგადაა ათქვეფილი.
როგორც უკვე დავწერე ჯერ ერთ ფორმაში ჩავასხი, მაგრამ რომ მივხვდი ეს ამოსასვლელად არ ეყოფოდა, გადავასხი სხვაში. ვითომ ამაზე მეტი "შოკი" რაღა უნდა ყოფილიყო , მაგრამ
ის სხვა ფორმა ოთხკუთხედი იყო და ამიტომ ღუმელში თანაბრად რომ გამომცხვარიყო სადღაც 40 წუთის შემდეგ კარიც გავუღე, გარეთაც გამოვიტანე და შებრუნებული ისევ შევდგი
გაზქურა ავანთე საშუალოზე დაბალი ცეცხლით და ბისკვიტის თქვეფა დავიწყე.
10 კვერცხი და 250 გრ შაქარი ვთქვიფე ზუსტად 5 წთ ჩვეულებრივი მიქსერით. მიქსერი უნდა ამოძრაოთ რომ ყველგან თანაბრად აითქვიფოს.
250 გრ ფქვილი (ხორბლის უმაღლესი ხარისხის) არც გამიცრია და არც არაფერი ეგრევე ჩავყარე და ესეც საკმაოდ ენერგიულად ზემოდან ქვემოთ და ისევ ზემოთ მოძრაობებით კარგად ავურიე (ღომი თუ ამოგიზელიათ როდისმე? ზუსტად იგივე მოძრაობებით ).
გაცხიმულ და ქაღალდჩაფენილ ფორმაში ჩავასხი და შევდგი გახურებეულ ღუმელში საშუალოზე დაბალ ცეცხლზე.
ზუსტად 1 საათი ცხვებოდა.
წვრილი წკირით შუაში გავსინჯე და რადგან შუაში მშრალი იყო ე.ი. გვერდები მით უფრო.
კრემი აშკარად არ მეყოფა, მაგრამ ეგ არაფერი - მუსლით და კაკაო-შაქრის პუდრით მორთავ.
გამოვაცხოთ ბისკვიტი: ფორმას ჩავუფინოთ პერგამენტი ( ან გაქონილი ქაღალდი). კვერცხო სცილა მაგრად ავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავუმატოთ შაქარი და თან ვთქვიფოთ სანამ შაქარი არ გადნება. შევურიოთ კვერცხის გული და კიდევ ავთქვიფოთ ბოლოდ დავუმატოთ გაცრილი ფქვილი. მასა გადავიტანოთ ცხიმწასმულ ტორტის ფორმაში და 190 გრადუს C ვაცხოთ 8 წთ-ის განმავლობაში. სანამ ჩალისფერს არ მიიღებს.გამოიღე ღუმელიდან და ფორმაშივე გააცივე. გახსენი ფორმა და ბისკვიტი ამოიღე. მოხსენი ქაღალდი. ისევ ჩადევი ფორმაში და ფორმა ჩაკეტე. პრაქტიკული რჩევა: ეს ეტაპი საერთოდ შეიძლება გამოტოვოთ, რადგან მშვენიერი ბისკვიტები იყიდება ნებისმიერ სუპერმარკეტში.
მოამზადე სერნიკის მოსართავი მურაბა: აწონე 100 გრ კენკრა და მოხარშე 1 სუფრის კოვზ შაქართან ერთად. გააცივე. პრაქტიკული რჩევა: ეს ეტაპიც შეიძლება გამოტოვოთ, რადგან კიდევ უფრო მშვენიერი მურაბები იყიდება ნებისმიერ სუპერმარკეტში.
გარდა ამისა: ფორთოხლის ჟელე (galaretka) , ქილებში დაკონსერვებული ატმები
გამოვაცხოთ ბისკვიტი: ფორმას ჩავუფინოთ პერგამენტი ( ან გაქონილი ქაღალდი). კვერცხო სცილა მაგრად ავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავუმატოთ შაქარი და თან ვთქვიფოთ სანამ შაქარი არ გადნება. შევურიოთ კვერცხის გული და კიდევ ავთქვიფოთ ბოლოდ დავუმატოთ გაცრილი ფქვილი. მასა გადავიტანოთ ცხიმწასმულ ტორტის ფორმაში და 190 გრადუს C ვაცხოთ 8 წთ-ის განმავლობაში. სანამ ჩალისფერს არ მიიღებს.გამოიღე ღუმელიდან და ფორმაშივე გააცივე. გახსენი ფორმა და ბისკვიტი ამოიღე. მოხსენი ქაღალდი. ისევ ჩადევი ფორმაში და ფორმა ჩაკეტე. პრაქტიკული რჩევა: ეს ეტაპი საერთოდ შეიძლება გამოტოვოთ, რადგან მშვენიერი ბისკვიტები იყიდება ნებისმიერ სუპერმარკეტში.
ლიმონის ჟელე გავხსნათ 1 ჭიქა ცხელ წყალში, გავაცივოთ. შენაგრებული ჟელე ავურიოთ ჰომოგენიზირებულ ხაჭოსთან ერთად. ქილიდან ამოვიღოთ ატმების ნახევარი, დავჭრათ კუბიკებად, დავუმატოთ ხაჭოს მასას. კარგად ავურიოთ. ეს მასა განვათავსოთ ბისკვიტის თავზე და 20 წუთით შევდგათ მაცივარში.
1/2 ჭიქა ცხელ წყალში გავხსნათ ჟელატინი, გავაცივოთ. არაჟანი ავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად და დავუმატოთ ის გახსნილი და გაცივებული ჟელატინი. კარგად ავურიოთ და ეს მასა მოვათავსოთ ხაჭოს თავზე. ისევ შევდგათ 20 წთ-ით მაცივარში.
არაჟნიან მასის თავზე შემოვაწყოთ ფენებად დაჭრილი დარჩენილი ატმები.
2 ჭიქა ატმის ცხელ წვენში (თუ ნაკლები აღმოჩნდება წყალი დაუმატეთ) გავხსნათ ფორთოხლის ჟელე. გავაცივოთ და შესქელებული ჟელე დავასხათ ატმებს. ისევ შევდგათ მაცივარში და კარგად გავაცივოთ. გადავიტანოთ ლანგარზე.
გულსართი:გავთქვიფოთ ცილები+ცოტა მარილი+200 გრ. შაქარი,კარგად რომ ამოვა ბეზეს მასა დაუმატოდ ნუში და მოცვი(მოცვს დავაყაროთ სახამებელი და ამოურიოთ),ნაზად გადაურიოთ ინგრიდიენტები.
გავშალოთ ცომი(ადვილი ვარიანტია ცელოოფნებ შორის რომ მოათავსოთ ცომი) 36 სმ.ზე დიამეტრში(მრგვალად) და ჩავდოთ ცომი ,მრგვალ ყალიბში 26 სმ.დიამეტრით,გამოვა ყალიბის ფორმის ცომი,მოვაყაროთ ძირზე ,ცომს, საფანელი და გადავიტანოთ ბეზეს მასა.
შევდგათ ღუმელში 175 გრადუსზე და გამოვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში.
გამოვიღოთ,გავაციოთ,მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
სანამ მოიხარშება ბოსტნეული მანამდე 1 მაიონეზს (ძალიან მოუხდა მწყერის კვერცხის მაიონეზი) გადმოვასხავთ ღრმა ჯამში და შევაზავებთ: ხმელი სუნელით და შავი პილპილით
მოხარშულ ბოსტნეულს გავასუფთავებთ, ასევე კამას, ოხრახუშს და ქინძს დავჭრით ძალიან წვრილად და 2 თავ საშუალო ზომის ხახვს - ესენი გავამზადოთ პატარა ჭურჭლებში ცალ-ცალკე
ავიღებთ დიდ ლანგარს (როგორც სურათზეა - ტორტი რომ დაეტევა იმხელა უნდა იყოს ამიტომაც შევარქვით ბოსტნეულის ტორტი) პირველი ფენა კომბოსტო (კომბოსტო უნდა გავყოთ 2 ნაწილად) მოვაყრით ცოტა მწვანილს ხახვს, შემდეგ სახეხით დავახეხავთ კარტოფილს მოვაყრით ასევე მწვანილს და ხახვს და ცოტა მარილს, შემდეგ დახეხილი სტაფილო ასევე მწვანილი+ხახვი+მარილი, შემდეგ გახეხილი ჭარხალი ასევე მწვანილი+ხახვი+მარილი -და დავახეხოთ ერთი ცალი მოხარშული კვერცხი და ეს ფენა დავფაროთ გამზადებული შეზავებული მაიონეზით (რომლიც ასევე უნდა გავყოთ შუაზე) ამის შემდეგ კვლავ გავიმეოროთ იგივე თანმიმდევრობით და ბოლოს დავფაროთ ნაწილი მაიონეზით მოვაყაროთ დარჩენილი მწვანილი და ხახვი და დავახეხოთ მეორე კვერცხი